პოლიტიკა
Annalena Baerbock (Buendnis 90/Die Gruenen), Bundesaussenministerin, aufgenommen bei der Ankunft auf dem Flughafen Tiflis. Tiflis, 23.03.2023

გერმანიის საელჩო – ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე

ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს  მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია