გიორგი სარდალაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
///
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებმა 1 მედალი მოიპოვეს. გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, 60 კგ. წონაში მოასპარეზე ქართველი ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს შეხვდა და წააგო.
დღეს “თბილისი არენაზე” მიმდინარე გრანდ სლემზე ტატამზე საქართველოს ნაკრებიდან 16 ძიუდოისტი გავიდა – 8 კაცი და ამდენივე ქალი, საიდანაც მედალი მხოლოდ გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.