პოლიტიკა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელახლა გასახანგრძლივებლად მისი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას მოლაპარაკებების გზით.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია ახალი ნაბიჯების გადადგმა სოჭში შეთანხმებული ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველზე.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია