პოლიტიკა

გელა ზაალიშვილმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემის ფინალში გავიდა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ბრძოლას ხუთი ძიუდოისტი განაგრძობს.

ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მომქმედი ჩემპიონი, კუბელი ენდი გრანდა ულამაზესი გდებით დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ქართველი თურქ ან სლოვაკ სპორტსმენთან იჭიდავებს.

შეჯიბრის ნახევარფინალში იასპარეზებენ ილია სულამანიძე, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. ბექა ღვინიაშვილი კი რეპეჟაშიდან შეეცდება მედლის მოპოვებას.

26 მარტი.

17:00 – ფინალური ბლოკი

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია