ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9360 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1066 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 …
ნახვა »ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ
ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაკარგული ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები …
ნახვა »იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ. მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის. „მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, …
ნახვა »ქართველი ექსპერტების ჯგუფმა იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართა
სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს. წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების …
ნახვა »საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია
დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქცს. ორ გვერდიან დოკუმენტში გზავნილები მკაფიოდაა გაწერილი. როგორ აპირებენ მხარეები რეკომენდაციების შესრულებას – მმართველი გუნდი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნავენ, …
ნახვა »მოლდოვის პრეზიდენტი კიევშია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, სანდუ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ჩავა. კერძოდ, ბოროდიანკაში, ბუჩასა და ირპენში. ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქების მონახულების შემდეგ მაია სანდუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ნახვა »მარიუპოლის დანგრეული შენობის ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 100-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. ანდრიუშჩენკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაინგრა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან საპორტო ქალაქი მარიუპოლი მთელი კვირის განმავლობაში იბომბებოდა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე …
ნახვა »ტრაგედია მარნეულში – აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს. ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე დაღუპული იყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. „კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო. ნაყოფის ამოყვანისას, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – ამბობს …
ნახვა »სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება
„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. „უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე …
ნახვა »გურამ მაჭარაშვილი – არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს
მმართველ გუნდში დავით არახამიას განცხადებას ეხმაურებიან. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რადგან მას საქართველოში დესტრუქცია სურს. „არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი განცხადება, რომ გვარებს დაასახელებს, …
ნახვა »