პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე …

ნახვა »

„გირჩის“ ინიციატივას საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 2 აპრილის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. “გირჩის” პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს – დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით …

ნახვა »

უეფას პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში მიიწვია

უეფას პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში, რომელიც ირაკლი კობახიძემ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 ათასზე ნაკლებია

ყველაფერზე მეტყველებს ის მონაცემები, რომლებიც გვაქვს. რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი 2012 წელს, როდესაც ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებული ბიზნესის რეკეტით. დღევანდელი მაჩვენებელი ჩამოცდენილია 600 ათასს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, განახევრდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი …

ნახვა »

ბექა ოდიშარია – აშშ-ში, ერთ ქალაქში, 60 000-მდე ქართველია, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ 721 და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა

სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია მავნებლური ოპოზიციის ნარატივში, პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია და ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტს უპასუხა. მისივე თქმით, პრობლემა არა საარჩევნო უბნების რაოდენობაში, არამედ იმაშია, რომ ემიგრანტების ერთ ნაწილს გაუთვითცნობიერებელი შიში აქვს …

ნახვა »

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, – აცხადებს „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე. როგორც ის განმარტავს, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადო უწყებებმა იციან, თუ საიდან შემოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. „თუ გნებავთ, საკანონმდებლო ბაზა გადავამოწმოთ, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა საკმაოდ დახვეწილია …

ნახვა »

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიცია აგრძელებს მავნებლობას, „ევრონესტის“ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი სამარცხვინოა, საზოგადოებამ მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ იხილა

“ევრონეტსში“ ქართული დელეგაციის რეზოლუციის მხარდაჭერაზე ოპოზიციის უარი მათი სამარცხვინო ქმედება იყო, როცა ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები ანაცვალეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. „უკვე ისიც მოახერხეს, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ხმა არ მისცეს ისეთი …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას ზუსტად ისევე არ უჭერენ მხარს ქვეყნის გარეთ, როგორც ქვეყნის შიგნით

ისევე როგორც სხვა წლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები მოწოდებული არიან, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები იყოს ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიცია იყენებს ინტერპელაციის წესს და დღეს მიიღებენ პასუხებს, როგორც ჩატარდება არჩევნები საზღვარგარეთ. „გაუგებარია ოპოზიციის …

ნახვა »

პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები რომან გოცირიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატის რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“, “აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს. კონკრეტულად, პლენარულ სხდომაზე გოცირიძე კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით დაინტერესდა და მინისტრს კითხვით მიმართა – რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ …

ნახვა »

ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის კუთხით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს არასრულწლოვნების დანაშაულების პრევენციის მიზნით. როგორც გომელაურმა პარლამენტში აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გერმანული მოდელის დანერგვაზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებლებში გადაყვანას მოიცავს. გომელაურის განმარტებით, ეს იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის პირობების მქონე დაწესებულება, საიდანაც გამოსვლა პირს მოსამართლის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია