პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე: მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენების დროს

მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენების დროს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციას ერთიანი გეგმა ჰქონდეს. „დღევანდელი შეხვედრა ეხება რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას. ხვალ არის იურიდიული კომიტეტის სხდომა. მალევე აპირებენ პლენარულ სხდომაზე გატანას …

ნახვა »

სალომე სამადაშვილი – ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ

ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ, პარტია „ლელომ“ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რათა შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ …

ნახვა »

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტები აშშ-ის კანონმდებლობისგან განსხვავდება. „შეშფოთებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტის გამო. კერძოდ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი წელი შესრულდა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან, მწამს, რომ ისტორიული პროცესი მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით

ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების …

ნახვა »

ხაბეიშვილი – ჩვენ გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება, არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ

ჩვენ ფიზიკურად გვიწევს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყება ვერ ხერხდება. სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ. საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. როგორც ლევან ხაბეიშვილმა …

ნახვა »

ხათუნა სამნიძე ირაკლი ზარქუას: “შენ ხომ გაქვს რეიტინგი, ვაი შენს პატრონს, თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პუტინისტია ყველა, ვინც ხელი მოაწერა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხათუნა სამნიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ „რაც უნახავს, ეს არის მის მიერ წაყვანილი ყველაზე საშინელი ვითომ სხდომა“. „ამ ვითომ კომიტეტის სხდომაზე გააკეთე ყველაფერი, რათა …

ნახვა »

მორიგი შოუ ოპოზიციისგან – პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“. ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში. გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა

სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტში გათვალისწინებულ წესს დაუბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა. „სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, წინა ჯერზე, ჩვენ სპეციალური პროცედურა შემოვიღეთ რეგლამენტში, რომელიც მრავალსაფეხურიანი იყო და გარკვეული ვადებით გაწერილი, მაშინ, სამწუხაროდ, შედეგიანად …

ნახვა »

„გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იწყებენ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“

„მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“, ამ სახელწოდებით დღეიდან კამპანიას იწყებს სამი ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიების ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით 24 თებერვლის აქციის საინიციატივო ჯგუფის მორიგი ნაბიჯია ხელმოწერების შეგროვება. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, ჩაერთონ აღნიშნულ ინიციატივაში. „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახლა ისტორიულ მომენტია. „წლის ბოლოს მორიგ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია