ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა. “ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს. მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით ვუზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას,” – აცხადებს …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში
ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ …
ნახვა »გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის. გარდა ამისა, კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების დღიდან დღემდე „არც …
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს
ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას ფიქრობს ხალხი, იმას მოუსმინონ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში. მან აღნიშნა, რომ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ყველაზე არადემოკრატიული ქცევაა, რომელსაც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. „იმას კი არა, საკუთარი დაფინანსებული „ენჯეო“ რას ელაპარაკება …
ნახვა »ნიკა მელია – არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ჯოზეფ ბორელისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ოთხი ოპოზიციური გაერთიანების წერილი არათუ არ დააზიანებს სახელმწიფო ინტერესს, არამედ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებას ემსახურება. „არათუ არ დააზიანებს, არამედ სახელმწიფო ინტერესს ატარებს ამ შინაარსის განცხადება, წერილი. დიახაც, ის, რომ არჩევნები გაყალბდა, არა მხოლოდ თბილისში, …
ნახვა »კახა კალაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა ოთხმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნეს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“. კალაძის თქმით, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან. მათი პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, …
ნახვა »პროკურატურა – დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში დაილუქა საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები, რათა უზრუნველყოფილიყო მათზე არსებული ინფორმაციის დაცულობა. „გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საჯაროდ …
ნახვა »ირაკლი კობახიძე – მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში
ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა. „მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის …
ნახვა »ჟიგიმანტას პავილიონისი – სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა, ეს არის საბჭოთა მიდგომა
სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა. ეს არის საბჭოთა მიდგომა, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პავილიონისს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მან …
ნახვა »მიხაილ როთი – ბრალდებების დაზუსტების გარეშე, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნებს ლეგიტიმურად – ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი აქ არიან, რადგანაც უკიდურესად შეშფოთდნენ ბოლო დროს საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე …
ნახვა »