პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ

უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს – “სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება”, წერს პრეზიდენტი. “ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო …

ნახვა »

ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას …

ნახვა »

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტზე – არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო – მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს

არ მინდა ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო – მას შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე „ვივამედიდან“ ჩართვისას. სააკაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად გამბედაობა  არ აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს. …

ნახვა »

რატი ბრეგაძე – საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს მზაობას, პატიმრების რაოდენობის შემცირებაზე და მათი უფლებების დაცვაზე. ბრეგაძის თქმით, უკიდურესი ცინიზმია, როცა ადამიანები, რომელთა დროსაც წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, დღეს საუბრობენ ადამიანების უფლებებზე. „არ შემიძლია …

ნახვა »

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. “რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად – …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს

შინაური მტერი რომ ყველაზე დიდი მტერია ხოლმე, მე მგონი, ამას ისტორიული ფაქტებიც მოწმობს, –  უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე თუ ვინ უფრო დიდი მტერია ქვეყნისთვის რუსეთი თუ საქართველოს ოპოზიცია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიდევ არიან იმ ადამიანების შთამომავლები, რომლებმაც გათქვეს, რომ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავდა, პაპუაშვილის შეფასებით, …

ნახვა »

კახა კალაძე – არჩევნებზე 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროკომისიის დათქმა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესახებ, აუცილებლად შესრულდება. ისევე, როგორც  2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები. „რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. …

ნახვა »

ბადრი ჯაფარიძე – “ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა

“ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად, – აცხადებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდება და ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა. “ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული …

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში

ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის, არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია