პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის წინ მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.   საკანონმდებლო ორგანოს წინ სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.    ისინი დღეს ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო ქალაქის მერის კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.   აქციის მონაწილეების განცხადებით, გაკეთებული განცხადების გამო დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ამილახვარმაც.

ნახვა »

სანდრო რაქვიაშვილი – წარმოდგენა არ მაქვს, ოპოზიციური პარტიები რის გარშემო ერთიანდებიან, ჩვენთან კონსულტაცია თუ არ იყო, ვისთან შეიძლება, რაიმე კოალიცია შექმნა?

წარმოდგენა არ მაქვს, რის გარშემო ერთიანდებიან. არ გამიგია, რომ ჩვენთან რაიმე კონსულტაცია ჰქონდა. ჩვენთან, ქვეყანაში ყველაზე პროდასავლურ პარტიასთან კონსულტაცია თუ არ იყო, მაშინ ვისთან შეიძლება, შექმნა რაიმე კოალიცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაზე, რომ პარტიაში პროევროპული ოპოზიციის იდეაზე საუბრობენ და ყველა …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე – ვმუშაობთ დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე, ვესაუბრებით ყველა პროდასავლურ ჯგუფს, პარტიას, ადამიანს, ქვეყანას დაუდგა გადარჩენის ამოცანა

დიდი პროქართული, პროევროპული ოპოზიციის იდეაზე ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არ არის მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, რადგან ქვეყანას დაუდგა გადარჩენის ამოცანა, ახლა არ არის პარტიული კინკლაობებისა და განსხვავებების დრო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულ საკითხზე ყველა პროდასავლურ ჯგუფს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე – ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო. საქმე ეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესში შესატან ცვლილებას. პარლამენტში აღნიშნული ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგი საკითხები სამართლებრივად თანხვედრაში არ არის, მზად არიან კანონპროექტზე იმუშაონ, რადგან აღნიშნული საკითხი ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციების შესასრულებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. გენერალური პროკურორის არჩევის წესში …

ნახვა »

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ზაზა თავაძეს თქმით, ის …

ნახვა »

გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია – ბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“

თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ფარცვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა. „პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი …

ნახვა »

კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

ცოტა ხნის წინ ცნობილ გახდა, რომ კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დროებით, საგამოძიებო მოქმედებისთვის გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – ინფორმაცია “მთავარს” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. უფლებადამცველის თქმით,  უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, უკრაინის სასამართლო განიხილავს …

ნახვა »

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. დავითაშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება. “მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია