პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. შალვა პაპუაშვილმა უარის მიზეზი წერილობით განმარტა. პაპუაშვილი დელეგაციისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებს“. …

ნახვა »

ლიეტუვის პრეზიდენტი – შუა გზას ვერ აირჩევთ : მიდიხართ დასავლეთისკენ, ან აღმოსავლეთისკენ

იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ უამრავი დარღვევით საარჩევნო პროცესში. ეს არის შეშფოთების საკითხი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ნაუსედამ აღნიშნა რომ, არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე და ამავდროულად დააწესო საწინააღმდეგო კანონები, მიიღო ზომები …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. „მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, …

ნახვა »

მარტა კოსი – საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველი წინაპირობაა თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქართველო ამ გზიდან გადავიდა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და შესაძლოა, ასევე მთავრობის ქმედებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა. …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთში იმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება. სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, როგორც სიტყვით გამოსვლისას, ისე ევროპელ ლიდერებთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს. „განსაკუთრებით საინტერესოა, …

ნახვა »

მამუკა მდინარაძე – ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია – ამიტომაც არ უხარია ჩვენს ოპოზიციას არჩევნებში ტრამპის გამარჯვება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩევნებში არა თუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ – ამ შემთხვევაში მითუმეტეს! კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა გადატვირთვის ნაწილში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისიამ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, …

ნახვა »

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს დიპლომატის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური დიპლომატებს მადლობას უხდის გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის. “საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო …

ნახვა »

ანა ნაცვლიშვლიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მისი მიტაცება მოხდა

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 73 საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები და ე.წ. ჩეკების სიები გასაჯაროვდეს, თუმცა ისინი „ტოტალურად არ დაკმაყოფილდა“. ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული სიები საკვანძო ინფორმაციას ინახავს არჩევნებზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მისივე თქმით, საოლქო კომისიები მოქმედებენ არა კანონით, არამედ დირექტივით, რომ „დანაშაული …

ნახვა »

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ

მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას. „ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას

პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რითაც  საქართველოს პროკურატურის მიერ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას და გამოკითხვაზე პრეზიდენტის დაბარებას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვაზე დაბარება „უცნაურად ემთხვევა“ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია