პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობისთვის სურვილი გამოთქვეს. „ანა აბაშიძე – ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, მარიკა არევაძე – საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი; გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის …

ნახვა »

თეა წულუკიანი – ლუკაშენკოს შევახსენებ, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ამას შეუმჩნევლად ვერ გაატარებს

მინდა, ლუკაშენკოს შევახსენო, ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც საქართველოა, არის დაუშვებელი, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ვიზიტს შეუმჩნევლად ვერ გაატარებს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის განცხადებით, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა გაირკვეს, ეს ერთჯერადი „ვიზიტია“, თუ სხვა რამ იგეგმება. ამასთან, მინისტრის თქით, აღნიშნულ საკითხზე, ყველა უნდა ვიყოთ ერთსულოვნები. „მინდა, ლუკაშენკოს …

ნახვა »

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განუცხადა ალექსანდრე …

ნახვა »

რუსეთის მოქალაქეების შემოსვლისას დაწესდეს საოკუპაციო შენატანი – ენმ-ის ინიციატივა

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათი ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს საოკუპაციო შენატანი 1 000 ლარის ოდენობით. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ერთი მხრივ, ეს იქნება საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია და …

ნახვა »

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგებოდა, აქციების გამართვას ხელს არ უწყობდა არც ლევან ხაბეიშვილი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ხელს უშლიდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობის დაგეგმვას. ნანუკა ჟორჟოლიანი ამავე კონტექსტში საუბრობს ლევან ხაბეიშვილზეც. ჟორჟოლიანი ყვება, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციით მოეთხოვათ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა. ჟორჟოლიანის განმარტებით, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა პარტიის მხრიდან უნდა გაკეთებულიყო, რაც გულისხმობდა სცენის …

ნახვა »

„სამართლიანი არჩევნები“ პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულოს კანონის მოთხოვნები და დროულად შეავსოს ცესკო-ში არსებული ვაკანსიები

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეასრულოს კანონის მოთხოვნები და დროულად შეავსოს ცესკოში არსებული ვაკანსიები. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 5 აგვისტოდან მოყოლებული, დადგენილი 2 კვირიანი ვადა, რომელიც პარლამენტს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის დასანიშნად უნდა გამოეყენებინა, გასულია. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების …

ნახვა »

კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს, ალბათ თვითონვე დალაგდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი, თუ რა დინებები აქვთ, თუმცა ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, …

ნახვა »

რაქვიაშვილი – დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია, ნიკა მელიას გადადგომა ალბათ სწორი ნაბიჯი იქნება, მისი ქცევა ამხელა პარტიის მიზნებს არ შეესაბამება

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დიდი ხანია, ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია. მისივე განმარტებით, შესაძლოა, კრიზისი უფრო კულუარული იყო, მაგრამ გასაგები იყო ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის პარტიის მხარდამჭერებისთვის. „ბევრი კრიტიკა ისმოდა და ცხადია, ეს ყველაფერი მელიას პასუხისმგებლობა იყო. როცა პარტიის თავმჯდომარე ხარ, რაც არ უნდა ხდებოდეს, შენ ხარ პასუხისმგებელი. ერთ-ერთი …

ნახვა »

გიორგი მუმლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე მოითხოვს, გასაჯაროვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრები. მუმლაძის თქმით, კადრების გასაჯაროების შემდეგ გამოჩნდება, ვინ არის პროვოკატორი და ვინ მოძალადე. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებაში ბევრი სიცრუეა. მე ვამბობ პირდაპირ, რომ არაფერი მაქვს დასამალი და გაასაჯაროონ კადრები, რომლებიც, ბუნებრივია, გადაღებული იქნება, რადგან ვიდეოკამერები არის ოფისში. დადასტურდება, …

ნახვა »

„ნაციონალური მოძრაობა“ – მელიას კაბინეტში შეიჭრა მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს. „რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია