პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ნიკა მელია – საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად. ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის სტრატეგიულ გეგმაზე ისაუბრა. „მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გვინდა, ყველას, ვისაც …

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი განცხადებას ავრცელებენ

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების – თამარ კორძაიას, თაკო ჩარკვიანის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძის, ნატო ჩხეიძის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავრი ამოცანა. „სამწუხაროდ, …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის საბჭო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში 6 სექტემბერს გაიმართება. ევროკავშირის საბაჭოს ოფიციალურ ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება. ევროკავშირის დელეგაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – 12 პუნქტის შესრულება პრიორიტეტია, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად …

ნახვა »

ყაზახეთის პრეზიდენტმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში დღეს განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, …

ნახვა »

ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. „მინისტრმა ხაზი …

ნახვა »

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა

კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ კახა იმნაძე „ტვიტერზე“ წერს. „ვტოვებ ნიუ იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მემკვიდრეს დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის. შეგახსენებთ, საქართველოს …

ნახვა »

დღეს ილია დარჩიაშვილი პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, დღეს და ხვალ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ილია დარჩიაშვილი დაესწრება შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების-მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა …

ნახვა »

დავით უსუფაშვილი – სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია, საპარლამენტო საქმიანობაში ვერთვებით საკომიტეტო, ბიუროსა და პლენარული სხდომების ეტაპებიდან

სახალხო დამცველის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ პარლამენტმა და საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა კანდიდატი შევარჩიოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო წრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება საკომიტეტო, ბიუროს და პლენარული სხდომების ეტაპებიდან. „სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიცია უცვლელია. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია