პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციის საკითხზე კრემლში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საბჭოს სხდომას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. პუტინის პრესსპიკერის თქმით, სხდომის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ცეცხლის შეყვეტის განცხადების ყველა დებულების შესრულება აუცილებელია. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და …

ნახვა »

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პასუხად, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის …

ნახვა »

სტოლტენბერგი – პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

პუტინი უკრაინაში ომს თუ მოიგებს, მაშინ შემდეგი სამიზნე შესაძლოა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დაუჭირონ უკრაინას. „ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი …

ნახვა »

აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა. ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი. დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს …

ნახვა »

პარლამენტში ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კიდევ 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.  საქართველოს პარლამენტის …

ნახვა »

ირმა ინაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: ეს ვინაა საერთოდ?

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ  ,,ოცნებიდან” წასულებს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლება სურთ. ამ განცხადებამ ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აღაშფოთა. “აი,  ეს ვინაა საერთოდ? რა გაუკეთებია ქვეყნისთვის, რომელ სიკეთეში შეუტანია პატარა წვლილი მაინც, ენა რომ წაუგრძელებია და წამდაუწუმ პატრიოტთა ალიანსს კბენს? 2020 წლის არჩევნებისას “ამისი” ერთკაციანი პარტია გაზეთის გამავრცელებელ …

ნახვა »

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

„მოსმენების საქმეზე“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვენ და პროკურატურას განცხადებით მიმართავენ. როგორც “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ „ინტერპერსნიუს“ განუცხადა, მათი მოთხოვნაა პროკურატურამ დაუყოვნებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნოს. მისივე განმარტებით, თუ პროკურატურა უმოკლეს დროში შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს კანონის შესაბამის …

ნახვა »

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით, პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი …

ნახვა »

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციაზე შეხვედრა მიმდინარეობს. დისკუსიის საგანია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საკითხი და საარჩევნო ცვლილებები. შეხვედრას ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები ესწრებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ამასთან დაკავშირებით  კომიტეტი …

ნახვა »

ლელო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს

„ლელო“ უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“. „ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია