პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინაში მებრძოლ ხუთ დაქირავებულ ქართველ მებრძოლზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ხოლო საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს მსგავსი ბრალდება წაუყენეს, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური იუწყება. „უცხოელი დაქირავებული მებრძოლების საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობის ფაქტების გამოძიების ფარგლებში გამოძიებამ საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ ადრე დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის …

ნახვა »

სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე გიგა გიგაშვილის ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. აღკვეთის სახით …

ნახვა »

კობი ბრაიანტის ქვრივი 28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს

NBA-ის ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ქვრივი ვანესა ბრაიანტი ლოს-ანჯელესის ოლქისგან $28.5-მილიონიან კომპენსაციას მიიღებს, 2020 წელს ავიაკატასტროფის ადგილზე კალათბურთელის ცხედრისთვის გადაღებული ფოტოების უნებართვოდ გავრცელების გამო. The New York Times-ის ცნობით, ამ თანხაში შედის $15-მილიონიანი კომპენსაცია, რომელიც ვანესა ბრაიანტს გასული წლის აგვისტოში, სამოქალაქო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიენიჭა. შეგახსენებთ, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც „ლოს-ანჯელეს …

ნახვა »

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს. დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ …

ნახვა »

საზარელი ორმაგი დანაშაული თბილისში – კაცი შშმ მოზარდზე სექსუალურად ძმის თვალწინ ძალადობდა

11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონასთან ამ დრომდე ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს. მოზარდი მამინაცვლის მხრიდან თვეების განმავლობაში სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა. თბილისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო ახლა განსასჯელთა სკამზე 30 წლის მამაკაცი და 50 წლის ქალი ზის, თუმცა ძალადობის მსხვერპლის დედა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. …

ნახვა »

წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში $340 000-ის არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“ და “თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 339 957 აშშ დოლარი და 1 470 ლირა გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. “არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი …

ნახვა »

სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატები პროცესს არ დასწრებიან. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც …

ნახვა »

ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის ზღვაში 22 თებერვალს დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალი, რომელიც ბელორუსის მოქალაქე იყო, წყალში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნახვა »

თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დამნაშავედ 3 პუნქტით ცნო.თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.გალიფ ოზთურქი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.როგორც გალიფ ოზთურქის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი მედიასთან აცხადებს, სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 260-ე მუხლის პირველი, მესამე …

ნახვა »

სად იყო ბადრი ესებუა დაკავებამდე? – ნახეთ ბრალდებულის წერილი

ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის” გაგზავნილ წერილში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია