პოლიტიკა

სამართალი

ნიუსები | ყოველდღიური ახალი ამბები | სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით. რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს …

ნახვა »

მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა

ცნობილი მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობაში ბრალდებულმა ჯორჯ დეჯორჯომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში დანაშაული აღიარა. როგორც ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ჯორჯ დეჯორჯო ამბობს, რომ სცოდნოდა, დაფნე კარუანა გალიცია ვინ იყო, მკვლელობისთვის გაცილებით დიდ თანხას მოითხოვდა. „რომ მცოდნოდა, 10 მილიონს მოვითხოვდი და არა 150 000-ს. ჩემთვის ეს მხოლოდ ბიზნესი იყო, ბიზნესი, როგორც ყოველთვის. რა …

ნახვა »

დაკავებულია მედდა, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვაქცინირებულ პირად აფიქსირებდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს. კერძოდ, უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის …

ნახვა »

სახალხო დამცველი – ერთი წლის შემდგომაც კი, 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. „2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ჯგუფებმა თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უამრავი …

ნახვა »

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმე გამოსაძიებლად გენპროკურატურის უნდა გადაეცეს

საია-მ 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები წარმოადგინა. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან არაეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იკვეთება. კერძოდ, საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი …

ნახვა »

ბათუმში გასული წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმში, გასული წლის 8 ოქტომბერს 26 მაისს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ბინის მეპატრონეს, ზაურ ბუდაგოვს ოტხი წლით, ხოლო მამა-შვილს, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. „სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად, ერთოთახიანს გადაკეთებულს ოროთახიან ბინად და …

ნახვა »

ბაიდენმა ჩიკაგოსთან სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ჩიკაგოს სიახლოვეს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. „მინდა, წუთიერი დუმილით მივაგო პატივი ილინოისში მოკლული ექვსი ადამიანის ხსოვნას. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნახვა »

სროლა ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ აღლუმზე – არის მსხვერპლი

ჩიკაგოსთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ აღლუმზე სროლა იყო. მოკლულია ექვსი ადამიანი, დაიჭრა 24. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, აღლუმზე სროლის ხმა მისი დაწყებისთანავე გაისმა. ქალაქ ჰაილენდ პარკის მერის ცნობით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გახსნა. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედის დაკავება შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, დევნის შედეგად მოხერხდა. …

ნახვა »

პროკურატურა – 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა

საქართველოს გენერალური პროკურატურაში ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. პროკურატურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული. „გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, ჰონგ-კონგში …

ნახვა »

მძიმე ბრალდება და 30 წლიანი პატიმრობა ამერიკელ მომღერალ R. Kelly-ს

ამერიკელ მუსიკოს R. Kelly-ს, რომელსაც ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის სქემის მართვაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიუიორკელმა მოსამართლემ 55 წლის მომღერალი სექსტრეფიკინგსა და შანტაჟში დამნაშავედ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნო. ჩიკაგოელ მუსიკოსს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა $100 ათასის ოდენობით. ამჯერად, სასამართლო დავა მის წინააღმდეგ სამ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია