შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღში მამის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში …
ნახვა »საია – 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული
2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები ამ დრომდე სათანადოდ არ არის გამოძიებული, – წერია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საია-ს ინფორმაციით, რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე თავიანთი პროფესიული საქმიანობა შეესრულებინათ. „2021 წლის 5-6 ივლისის …
ნახვა »მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილული „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო. პროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 …
ნახვა »ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 52 პირი, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 52 პირი, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, გერმანიის, უკრაინის, …
ნახვა »ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნანა შამათავამ გამოაცხადა, რითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. შუბითიძემ განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს და ბრალსაც აღიარებს. სერგო შუბითიძე 25 …
ნახვა »ბადრი ესებუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა. “განაჩენს არ ვეთანხმები”, – განაცხადა ბადრი ესებუამ სასამართლო დარბაზის დატოვების დროს. ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის …
ნახვა »დაკავებულია მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი გერებით ვაჭრობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი, 38 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული …
ნახვა »პოლიციამ მარნეულში ორი პირი დააკავა არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების …
ნახვა »31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელსაც ყოფილი ცოლის მოგუდვა, შემდეგ კი ხევში გადაგდება ბრალდება, ადვოკატის თქმით ფსიქიკური პრობლემები აქვს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო. ადვოკატი, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს. მისი თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. „ამ …
ნახვა »სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს
თბილისში, წერეთლის გამზირზე სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირების საფუძველზე, 21 წლის მამაკაცი მოკლეს. მოკლული ახალგაზედა შალვა ქაშაკაშვილია. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სოციალურ ქსელ “telegram”-ში დაიწყო, შემდეგ ერთმანეთისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა წერეთლის N140-თან შეხვდა. გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის ბიჭმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და …
ნახვა »