საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აქამდე სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. სააკაშვილის თქმით, სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი. „არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე …
ნახვა »მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
თბილისში, ბაგების სტუდქალაქში, მესამე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი წლის ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივანზე გავიდა და გისოსებიდან გაძვრა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ნახვა »დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა იგრძნობოდა თბილისშიც.
ნახვა »სოფო ჯაფარიძე – რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია – უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი
რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია – უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ. მისი შეფასებით, რაც გუშინ გლდანში მოხდა, ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზაა. „ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა – დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებსა …
ნახვა »შსს-ს განცხადება ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა გლდანში, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის და მისი თანმხლები პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, rთბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები …
ნახვა »“დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ – პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ ლოზუნგით – “დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლა იგეგმება. აქციის მონაწილეებს ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში”, სსკ-ის მუხლი 314 ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 …
ნახვა »პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს, სანამ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება. გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ. „როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის …
ნახვა »სავალუტო ფონდის მისიის უფროსი აცხადებს, რომ შეშფოთებული არიან ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით – საკითხის შესწავლის შემდეგ მოვახდენთ შეფასებას, მათ შორის ფონდის მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე
ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის, – განაცხადა bpn.ge-თან სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა. მან აღნიშნა, რომ ფონდი საკითხს დეტალურად ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ შეაფასებენ. „როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს …
ნახვა »თურნავას განცხადებით ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის “საგამონაკლისო სიიდან” გამოირიცხება. თურნავას თქმით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე …
ნახვა »ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა შეეზღუდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. „როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვალიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და …
ნახვა »