პოლიტიკა

საზოგადოება

23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 23:00 საათის შემდეგ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის თბილისის მერია სანქციების გამკაცრებას აპირებს. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია. „ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა, არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები [რესტორნები, კაფე-ბარები…] კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესს. …

ნახვა »

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. არ არის ცნობილი დისტანციურად დაესწრება თუ არა პროცესს მსჯავრდებული სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა …

ნახვა »

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ბავშვი, როგორც სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში, ასევე ონკოჰემატოლოგიის მქონე დიაგნოზის შემთხვევაში შეძლებს, მიიღოს შესაფერისი დახმარება იმ კლინიკაში, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს. გაბუნიას თქმით, პაციენტების განაწილება კლინიკებში მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა …

ნახვა »

სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

დღეს დილით ბათუმში, სასტუმრო ორბი სითის შენობის 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

ნახვა »

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. “საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური …

ნახვა »

The Guardian-ის შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი 81 წლის ექიმზე თუშეთიდან

2023 81 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ერ­თა­დერ­თი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ონ თუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც შემ­ცი­რე­ბულ თემს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი მარჯვენა ხელი თეთ­რი ცხე­ნი, სა­ხე­ლად – ბი­ჭო­ლაა. მისი წყა­ლო­ბით ზაფხულსა და ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ექი­მი თავის პა­ცი­ენ­ტე­ბამ­დე მი­დის. აქ ძალიან დიდი თოვ­ლი იცის, ხვე­და­გუ­რი­ძე ასეთ დროს არ­ყის ხის ფიც­რე­ბის­გან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მოჭ­რილ თხი­ლა­მუ­რებს იყე­ნებს …

ნახვა »

დათუნა მგელაძის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა

დათუნა მგელაძემ ახალი კლიპის პრემიერა საკუთარ დაბადების დღეზე წარუდგინა მსმენელს. სიმღერის სახელწოდებაა  „არ კმარა“, სიმღერის მელოდია თავად მომღერალს ეკუთვნის, ხოლო სიმღერის ტექსტი კი ქეთი ორჯონიკიძემ დაწერა. სიმღერა „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა.  

ნახვა »

აფხაზმა ბლოგერმა დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე ისაუბრა

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის. „30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა… ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ …

ნახვა »

პოლონური მხარე – პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. ამასთან, უწყების განმარტებით, არც ინციდენტი …

ნახვა »

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა. სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, სიღრმე კი 10 კილომეტრი. იგი თბილისის დროით 06:38 საათზე მოხდა. რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია