პოლიტიკა

საზოგადოება

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, …

ნახვა »

ექიმის განცხადებით, საგარეჯოში დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია

საგარეჯოში დაშავებული ერთერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ერთ საათში ბინაზე გაეწერება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ. საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა. 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი …

ნახვა »

ექიმებმა გოგოს მუცელში მაკრატელი დაუტოვეს – ფოტო

რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში 22 წლის ქალს 3 თვის წინ გაკეთებული ქირურგიული ოპერაციის დროს მუცელში ჩატოვებული მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ გუშინ მოხერხდა.  როგორც მარდალეიშვილის სამედიცინო …

ნახვა »

ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ სროლა იყო

ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობას მოხვდა.

ნახვა »

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ შემთხვევაში ბრალდებული 2006-დან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მისი თქმით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. „ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს …

ნახვა »

შსს საგარეჯოში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი …

ნახვა »

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველი: მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა, ყველას ავტომატი მიაყარა

სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა, – ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის თვითმხილველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მსროლელი ამ კორპუსში 5 წელია ცხოვრობდა. „სროლა პირველის ათ წუთზე დაიწყო, მაღლიდან ვუყურებდი, ვინც მიცვალებულთან მიდიოდა ყველას ავტომატი მიაყარა. 4 ადამიანი ადგილზე გარდაცვლილი დავინახე, დაჭრილია ერთი, …

ნახვა »

საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად, რამდენიმე პირია დაღუპული და დაჭრილი. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. „პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან  მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა  და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. …

ნახვა »

კობახიძე – რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, თუ ფრენები აღდგება, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის

რუსეთის ფედერაციაში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს, 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში სერგეი ლავროვისთვის „ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ …

ნახვა »

ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს დღეს ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 12 საათიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართება, საიდანაც სახალხო არტისტს 14 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გასულ დღეებში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ღამით კი, ცხედარი ფილარმონიაში გადაასვენეს. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია