პოლიტიკა

საზოგადოება

ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ზელენსკიმ განცხადება “ტვიტერზე” ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, – წერს …

ნახვა »

თემურ მღებრიშვილი – დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით თავად ნახავენ. „იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკონტაქტება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიმდინარე პროცესები მოვახსენეთ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა თვითონ …

ნახვა »

თითოეულ თქვენგანს, ვინც გვწერდა ამ დროს და დახმარებას გვთავაზობდა თუ გვამხნევებდა, დიდი მადლობა! სასტუმრო “სანსეტ შოვი” აუცილებლად დაბრუნდება და ისევ იქნება თქვენი საყვარელი ადგილი – სასტუმრო “სანსეტ შოვი”

სასტუმრო “სანსეტ შოვი” განცხადებას ავრცელებს. “მოგესალმებით,პირველ რიგში გვინდა მწუხარება გამოვხატოთ დაღუპულინდა დაკარგული ადამიანების ოჯახების მიმართ. მოგეხსენებათ დიდი სტიქია დაგვატყდა თავს. დღეს ოთხი საათისთვის ადიდდა მდინარე, რამაც გამოიწვია მეწყერი, მეწყრულმა მასამ დააზიანა ჩვენი სასტუმროს ეზო და მიმდებარე შენობები. ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს სტუმრები და ყველა …

ნახვა »

გიორგი გახარია – ბათუმში განვითარებული მოვლენებიც – „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება – „ოცნების“ მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია

ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, “ასტორია გრანდეს” შემოსვლა. გახარიას თქმით, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს. „ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად …

ნახვა »

ტე­ლე­ვი­ზი­ის­გან ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბას ვა­პი­რებ – ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ “იმედი“ და­ტო­ვა

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ “იმე­დი“ და­ტო­ვა.  ტე­ლე­წამ­ყვან­მა ხალხს ამის შესახებ”ინ­სტაგ­რამ­ით” შეატყობინა. ის წერს, რომ ორი­ვე გა­და­ცე­მა “მე­ლო­მა­ნიც“ და “დი­ლის შოუც“ რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იყო და მა­შინ დას­რულ­და, რო­დე­საც წარმატების პიკ­ში იყო. ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე:- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვი­წყებ­დი მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ერთი ან ორი წელი ვი­მუ­შა­ვებ­დი იქ და მერე ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბას …

ნახვა »

ბათუმის პორტში სოჭიდან ჩამოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ

ბათუმის პორტში სოჭიდან ჩამოსულ საკრუიზო ლაინერს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10-მდე ადამიანი დააკავეს. ცნობისთვის, პირველად საკრუიზო ლაინერი Astoria Grande საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა ეს ფაქტი მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პროტესტის ფონზე დატოვა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE …

ნახვა »

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. „როგორც …

ნახვა »

კელი დეგნანს რობინ დანიგანი ჩაანაცვლებს

აშშ-ის სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის დანიშვნას ზეპირი კენჭისყრით მხარი დაუჭირა. დანიგანი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს. დანიგანს მანამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ასევე მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის …

ნახვა »

სი ძინპინი – საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. სი ძინპინის თქმით, საქართველო ჩინეთის  მეგობარი და კარგი პარტნიორია. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისადმი არ შეიცვლება. „მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, ბატონო პრემიერო. კეთილი იყოს თქვენი ჩენგდუს რიგით …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზოლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზოლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე.” ის აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია