პოლიტიკა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 889%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $500 მლნ-იან ზარს გადააჭარბა. გზავნილების 62% – $314 მლნ რუსეთიდან განხორციელდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 889%-ით გაიზარდა.

2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 3-ჯერ 56%-დან 18%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და 13%-მდე შემცირდა. ასტრონომიული 300%-იანი ზრდა პირველად აპრილში დაფიქსირდა, მაისში ზრდის ტემპი 889%-მდე დაჩქარდა.

ასევე ნახეთ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია