პოლიტიკა

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია გააფართოვა

რუსეთის მთავრობამ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სია გააფართოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიას დაემატა საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო და უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა გაფართოვდეს“, – ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რა რაოდენობის თანამშრომლების აყვანა შეუძლია თითოეული ამ სახელმწიფოს საელჩოებსა და საკონსულოებს რუსეთში.

ასევე ნახეთ

მამუკა ხაზარაძის წერილი ციხიდან – ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს

ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია