პოლიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების გზით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

გუშინ რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...