პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს – ვიქტორია ნულანდი

უკრაინული მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა“, – თქვა მან.

„თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები“, – აღნიშნა ნულანდმა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია