პოლიტიკა

ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს

 ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს.

 ცნობილია, რომ  ინფორმირებულმა წყარომ ჯონსონის იდეას უკრაინის “მარშალის გეგმა” უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კერძო დონორებისგან ფულის შეგროვების სურვილი აქვს.

 როგორც The Telegraph-ს წყაროებმა განუცხადეს,  ჯონსონი თავისი იდეის გამოცხადებას ამ ზამთარში “აშშ-ში ხმაურიანი ვიზიტით” გეგმავს. ბორის ჯონსონი ასევე შეხვდება ამერიკელ სენატორებს, რათა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბროს.

 როგორც სტატიაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უკრაინის ინტერესების ლობირებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ არსებობს. ამავდროულად, ერთ-ერთმა წყარომ გაზეთს განუცხადა, რომ ჯონსონს “არ სჭირდება ოფიციალური როლი უკრაინის მხარდასაჭერად კამპანიისთვის”, ის მაინც “მოაგვარებს ამ საკითხს”. ამავე დროს, ჯონსონი ხელმძღვანელობს უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს კონსერვატიულ პარტიაში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია