კლდეში გამოკვეთილი მრავალსართულიანი მიწისქვეშა ქალაქი დერინქუიუ თურქეთში, კაპადოკიის რეგიონში მდებარეობს. ქალაქი ააგეს ძვ.წ II-I ათასწლეულში და აღმოაჩინეს 1963 წელს. ორი წლის შემდეგ გაიხსნა ტურისტებისთვის. აქ მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში ემალებოდა მტრის თავდასხმებს, რელიგიურ დევნასა და სხვა საფრთხეებს. ქალაქის სიმაღლეა დაახლოებით 60 მ (8 იარუსი), ძველ დროში ქალაქს შეეძლო შეეფარებინა 20 ათასამდე ადამიანი საკვებთან და პირუტყვთან ერთად. ქალაქის ფართობი ზუსტად არ არის დადგენილი. მეცნიერები თვლიან, რომ ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 10-15 % არის შესწავლილი.
Check Also
ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება
ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …