პოლიტიკა

ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და ბავშვიცაა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აფეთქების შემდეგ, საავადმყოფოში 60 ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა უკვე გაწერეს, 12 ადამიანი ამ დრომდე მკურნალობს.

მესამე დღეა, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო არ წყდება.

სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია