პოლიტიკა

სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მუშაობის ადრე დასაწყებად, 07:00 საათზე მუსიკის ხმა გააღვიძებს

ერევნის მერის ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დილის 07:00 საათზე მუსიკა გააღვიძებს.

მედიისცნობით, ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სამუშაო დღე დილაადრიან უნდა იწყებოდეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქმა დილაადრიან უნდა გაიღვიძოს, სამუშაო დღე უნდა იწყებოდეს ადრე. ამიერიდან დილის 07:00 საათიდან, საათში ერთხელ მერიის საათის გაჟღერებული მუსიკის ხმა ქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში გაისმება“ – წერს ერევნის მერი.

გარდა ამისა, ერევნის მოქალაქეებს შეეძლებათ, ოპერის თეატრის შენობაზე დამონტაჟებული ეკრანიდან შეიტყონ ზუსტი დრო და ჰაერის ტემპერატურა.

ასევე ნახეთ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, ამის შესახებ მოსაყდრე შიომ და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...