პოლიტიკა

ევგენი პრიგოჟინი – ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000

ევგენი პრიგოჟინი „Telegram“-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აცხადებს, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ მოქმედებებში, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ყველა წევრი “მზადაა სიკვდილისთვის“, – ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ყველა ჩვენგანი მზად არის სიკვდილისთვის. 25,000-ვე, შემდეგ კი მომდევნო 25 000”, – თქვა მან აუდიო შეტყობინებაში და აღნოშნა, რომ ეს “რუსი ხალხისთვის” ხდება.

გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. ამის ჩამდენს პრიგოჟინი დასჯით დაემუქრა. დღეს დილით თავად განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა.

რუსული მედიაზე დაყრდნობით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მედიის ინფორმაციით რუსეთში შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე პროცესები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ.

„ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე ნახეთ

ჰოლანდიის გალერეის “სამოყვარულო” ძარცვა – ენდი უორჰოლის მოპარული და დაზიანებული პრინტები

ქურდებმა პარასკევს დილით, ნიდერლანდებში, ოისტერვიიკში, MPV გალერეა გაძარცვეს. ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებით მათ ააფეთქეს კარები და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია