პოლიტიკა

ნატო სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა

ნატო სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც, სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

„რუმინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს სავარაუდოდ დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მოკავშირეებმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადეს რუმინეთს. სიტუაციას ყურადღებით ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირე რუმინეთთან“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა.

ნატო-ს წევრმა რუმინეთმა, თავდაპირველად უარყო უკრაინის განცხადება რომ კვირას, ღამით, უკრაინის პორტ იზმაილზე თავდასხმის დროს რუმინეთის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონები დაეცა და აფეთქდა, თუმცა ოთხშაბათს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევების მსგავსი ელემენტები აღმოაჩინეს.

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით „სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება“ უნდა ჩატარდეს.

იოჰანისის თქმით, გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს და თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ეს რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია