პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა

 ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით  თრაკიას რეგიონია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.

 ცნობისთვის, გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ გუშინ, ასტანაში ერდოღანთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

 

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია