პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შესთავაზა

  როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დღეს გამართულ შეხვედრაზე თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ ესაურა.         

 „თქვენს ენერგეტიკის მინისტრთან და კომპანია Botas-ის ხელმძღვანელთან კონსულტაციების შემდეგ, შევთანხმდით „გაზპრომთან“ და მე ეს საჯაროდ ვთქვი: თუ თურქეთი და ჩვენი პოტენციური მყიდველები სხვა ქვეყნებიდან დაინტერესდებიან, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი გაზსადენის სისტემის მშენებლობა და თურქეთის ტერიტორიაზე გაზის ჰაბის შექმნა სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში გაზის გასაყიდად. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ასტანაში შეხვდა. შეხვედრა „კონფერენცია აზიაში ურთიერთკავშირისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ“ ღონისძიების ფარგლებში იმართება.

 

 

 

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...