პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში გამგზავრებამდე მოკავშირეებს მოუწოდა, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა, ალიანსი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

„უკრაინის მხარდასაჭერად გადასადგმელი ნაბიჯების შემუშავებისას ვინარჩუნებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რომ არ გავხადოთ ნატო ომის მხარე“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე გაფრენამდე ანკარის აეროპორტში.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ოფიციალური ანკარა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უჭერს მხარს და ამ პრინციპის ერთგულია.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია