დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელიც მიმართულია უკრაინაში ბავშვების მიმართ ბარბაროსულ მოპყრობაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ.
მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ პირებს შორის არიან კომისარი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა, 2 000 უკრაინელი ბავშვის ქვეყნიდან „იძულებით გადაყვანისა და გაშვილების“ გამო.
სანქციები დაუწესდა რუსეთის პატრიარქ კირილსაც, რომელიც პუტინის დიდი ხნის მოკავშირე და უკრაინაში ომის მხარდამჭერია.