პოლიტიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, უკრაინამ მოსკოვში დრონებით შეტევა განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დაიხურა, ამ მოგვიანებით კი გაიხსნა.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...