რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა – ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოელი სატელიტები რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს ქმნიან და ეს სავსეა კატასტროფული შედეგებით. უკიდურესად სახიფათო განვითარების ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები, კიევის რეჟიმს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს.
მისი თქმით, მოსკოვმა ბირთვულ სახელმწიფოებს: შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს აცნობა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ბირთვული იარაღი გადაიტანონ.
„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტს დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განვიხილავთ“, – აღნიშნა ლავროვმა.
ცნობისთბის, 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე მომზადების პირობებს განსაზღვრავს.