პოლიტიკა

უკრაინაში ომი შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ  განაცხადა „ენბისისთან“ ინტერვიუში.

„ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისა, ის კვლავ ენდობა ამერიკულ სადაზვერვო სპეცსამსახურებს.

როგორც ცნობილია, მატეუშ მორავიეცკიმ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე ვარშავის მხარდაჭერა დაადასტურა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმისადმი, რაც უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობხ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია