პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, – მან ამის შესახებ თავად დაწერა სოციალურ ქსელში წერს.

„ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მივიღებ მონაწილეობას გენერალური ასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს კონკრეტული წინადადებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერებას ეხება. ამასთან, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

ასევე ნახეთ

იენს სტოლტენბერგი – ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს

„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ …