პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით

ვლადიმერ პუტინი არის არაადეკვატური ადამიანი თავისი გარემოცვით, რომელიც ფულს შოულობს მარცვლეულის გარიგების დაბლოკვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბრაზილიურ „გლობალ ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო კანონს და აყენებს მსოფლიოს შიმშილის ზღვარზე, რათა თავისი მარცვლეული უფრო ძვირად გაყიდოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი რადიკალურად არის განწყობილი, გაანადგუროს ხალხი უკრაინაში. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დაბლოკვა გამოიწვევს რუსულ მარცვლეულზე ფასების ზრდას და შესაბამისად, მისცემს მას დამატებითი სახსრების გამომუშავების შესაძლებლობას.

„ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს გადარჩენაზე, შიმშილზე, რეალურ სოციალურ ქაოსზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს აგროინდუსტრიულიპროდუქტის მიუწოდებლობით. მისთვის ეს ზეწოლაა. პირველ რიგში, ეს არის ფული“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია