პოლიტიკა

ზელენსკი – უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება

უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ქვეყანა ეტაპობრივად გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

„ვემზადებით ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტის გასაზრდელად ევროკავშირის მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ასეთი ომისა, ჩვენ რეკორდულ ვადაში უზრუნველვყავით უკრაინის ენერგოქსელის ევროპის მთელ ენერგოსისტემასთან მიერთება. ჩვენი ექსპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, არამხოლოდ გვქონდეს სავალუტო შემოსავალი, არამედ დაეხმარება მათ, გაუძლონ რუსულ ენერგეტიკულ ზეწოლას. ეტაპობრივად გავხდით უკრაინას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია კვირის მიწურულისთვის ემზადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური მოვლენებისთვის, თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა მოვლენებზეა საუბარი.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია