პოლიტიკა

ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გაცვლიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლიან.

უკრაინის პრეზიდენტმა ამით უპასუხა იმ მოსაზრებას რომ თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...