პოლიტიკა

ზელენკსი – ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ, მსგავსი კამათი არ იყო კარგი არცერთი მხარისთვის

“ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ. მსგავსი კამათი არ იყო კარგი არცერთი მხარისთვის,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ტრამპისა და მისი ურთიერთობა გამოსწორდეს, ზელენსკიმ უპასუხა:

“რა თქმა უნდა, გამოსწორებადია, რადგან ეს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ორი ქვეყნის პრეზიდენტის ურთიერთობა. ეს ისტორიული, ძლიერი ურთიერთობაა ჩვენს ხალხებს შორის და სწორედ ამიტომ ვიწყებ ყოველთვის მადლობით თქვენი ხალხის მიმართ ჩვენი ხალხისგან.

რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ პრეზიდენტის და რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ კონგრესის, მაგრამ პირველ რიგში, მადლიერი ვარ თქვენი ხალხის. თქვენმა ხალხმა ჩვენი ხალხი გადაარჩინა” – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...