პოლიტიკა

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო

ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მორიგ ჯერზე დაგმეს რუსეთის აგრესია. აღნიშნული განცხადებას შეუერთდა საქართველოც.

ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, სერგი კისლიცამ წაიკითხა.

“გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველო გაეროს წევრ 50-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდა, რათა დაგმოს რუსეთის მიერ გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა აგრესიის დაწყების დღიდან. ჩვენ მტკიცედ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – აღნიშნულია საქართველოს წარმომადგენლობის ტვიტში.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...