პოლიტიკა

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა. ორ სულიერ ლიდერს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრულ ურთიერთობას.

საქართველოს პატრიარქმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე მსახურების 40 წლის აღსანიშნავად და ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი – „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, შეხვედრაზე მეუფე შიომ დააყენა საკითხი, აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქია გაიხსნას და ასევე, შეხვედრაზე შეეხნენ დავით გარეჯის თემასაც.

შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, საჯარო სკოლებშიც თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, შეიქმნება სპეცკლასები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...