პოლიტიკა

პიტერ დინკლიჯი „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს

პიტერ დინკლიჯი, რომელიც „სამეფო კარის თამაშში“ ტირიონ ლანისტერის როლით არის ცნობილი, „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პრეზიდენტი სნოუ იქნება, რომელსაც მეათე შიმშილის თამაშების ერთ-ერთ მონაწილის მენტორად ნიშნავენ. დინკლიჯი კასკა ჰაიბოტომის როლს შესრულებს, რომელიც ელიტური სასწავლო დაწესებულების – კაპიტოლიუმის აკადემიის დეკანია და სნოუზე დიდი გავლენა აქვს.

„შიმშილის თამაშები“ ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ტრილოგიაზეა დაფუძნებული. სერიის პირველი ფილმი ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. მისი მთავარი გმირი 16 წლის გოგონა ქეთნის ევერდინია, რომელიც პოსტაპოკალიპტურ მსოფლიოში ცხოვრობს. მას შიმშილის თამაშებში უწევს მონაწილეობის მიღება – ეს ყოველწლიური სატელევიზიო ღონისძიებაა, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ერთი ბიჭი და ერთი გოგონა მონაწილეობს. მათ 12 რაიონიდან ლატარიით ირჩევენ. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩება.

ფილმს სახელწოდებით „შიმშილის თამაშები: გველებისა და მომღერალი ჩიტების ბალადა“ ფრენსის ლოურენსი გადაიღებს. სურათის პრემიერა 2023 წლის ნოემბერში შედგება.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...