პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების თავიანთ გადაწყვეტილებებში პროაქტიულად გამოყენებას. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოსთან ამ კუთხით თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული სასამართლოს როლს ოკუპაციის მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირების თვალსაზრისით. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი უკრაინაზე გაცილებით ადრე გახდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში დაინტერესებულია, რომ რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე სრულად იტვირთოს და იგრძნოს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მასობრივი და უმძიმესი დარღვევების გამო, რაც რუსეთის მხრიდან სუვერენულ სახელმწიფოებზე განხორციელებულ თავდასხმას, სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციას მოჰყვა შედეგად.

ასევე ნახეთ

salome zurabishvili

სალომე ზურაბიშვილი – ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა …