პოლიტიკა

აშშ არქტიკაზე ელჩს პირველად დანიშნავს

აშშ-მა არქტიკაზე, რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, ელჩის ახალი თანამდებობა შექმნა, – ამის შესახებ BBC აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

რამდენიმე დღის წინ, ნატოს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არქტიკაში შეღწევის შესახებ.

BBC-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებენ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკის საბჭოს სხვა შვიდ ქვეყანასთან – კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთთან და რუსეთთან, ასევე ადგილობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ასევე ნახეთ

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია