აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ჯონ სალივანმა 4 სექტემბერს მოსკოვი დატოვა მას მერე, რაც მისი ვადა ამოიწურა.
სალივანი მოსკოვში ელჩად 2019 წელს დაინიშნა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში და სამშობლოში გამგზავრების შემდეგ 40-წლიანი მუშაობის მერე ტოვებს სახელმწიფო სამსახურს.
სალივანი აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში ორ სახელმწიფოს შორს ურთიერთობაში “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე დაძაბულ პერიოდში.
თავისი კარიერის მანძილზე მან იმუშავა აშშ-ის ხუთი პრეზიდენტის დროს, იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები იუსტიციის, თავდაცვის და ვაჭრობის სამინისტროებში. სალივანის მემკვიდრის მოსკოვში ჩასვლამდე აშშ-ის ელჩის მოვალეობას შეასრულებს ელიზაბეტ რუდი. რუდი თურქმენეთში აშშ-ის ელჩად დასახელდა აგვისტოში და ახლა ამ თანამდებობაზე სენატის დამტკიცებას ელოდება.