პოლიტიკა

ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა

უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი.

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა.

თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი იყო, რომ როზალინ ფრანკლინის დაშვებასაც რუსული “კაზაჩოკი” უზრუნველყოფდა.

მაგრამ თებერვალში უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ESA-მ რუსეთი დროებით გამოთიშა მისიიდან. ახლა კი როგორც ESA-ის ხელმძღვანელი, იოსეფ აშბახერი აცხადებს, ეს დროებითი გამოთიშვა რუსეთის სამუდამო გაძევებით დაგვირგვინდა.

“მიზეზები (ომი უკრაინაში და დაწესებული სანქციები), რომელთა გამოც როსკოსმოსთან დროებით შევაჩერეთ თანამშრომლობა არა თუ აღმოიფხვრა, მეტად გაღრმავდა. შედეგად, საბჭომ მომცა სრული უფლებამოსილება, რომ როსკოსმოსი სრულად გამოვთიშოთ ExoMars Rover პროგრამიდან და Surface Platform მისიიდან. სხვა დეტალებზე მედიას 20 ივლისს ეცნობება”, — დაპოსტა მან ტვიტერზე.

ამ ყველაფრის გარდა, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის გამო არაერთ რუსულ კოსმოსურ სამსახურთან გაწყდა კონტრაქტები. რუსული რაკეტების ძრავები აღარ იყიდება ამერიკული კომპანიებისთვის, მაგალითად, ფრანგული კომპანია Arianespace აღარ გზავნის ორბიტაზე სატელიტს რუსული წარმოების რაკეტის, “სოიუზის” საშუალებით. ადრე კი ასე ხშირად ხდებოდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია